ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობის პრეტენზიები

05 აგვისტო 2017, 00:00 3407 ნახვა

„კომპანია, რომელმაც ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის 24 ნომერში მრავალსართულიანი საცხოვრებელი უნდა ააშენოს, 22 ნომერში მდებარე ნაგებობის დემონტაჟსაც აპირებს, ობიექტის დანგრევის ნებართვა კი არ აქვს“ - აცხადებენ აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები. ადგილობრივებს პრეტენზიები ხმაურთან დაკავშირებითაც აქვთ.

ფოტო:თამუნა გაზდელიანი

ამბობენ, რომ კომპანიას მყარი ნარჩენები ღამის საათებში გააქვს, ეს კი ავარიულ საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნის. კომპანია "დარ ბილდინგში" განმარტავენ, რომ ტერიტორიიდან მყარი ნარჩენების გატანის უფლება მხოლოდ ღამის საათებში აქვთ. რაც შეეხება ბარათაშვილის 22 ნომერში მდებარე შენობის ნაწილს, მათი თქმით, გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.

ფოტო:თამუნა გაზდელიანი

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გაფრთხილების შემდეგ კი პროცესი შეჩერდა. ზედამხედველობის სამსახურში კი ამბობენ, რომ კომპანია "დარ ბილდინგს" ბარათაშვილის 22 ნომერში მდებარე ნაგებობაზე არც გამაგრებითი სამუშაოების წარმოების და არც დემონტაჟის ნებართვა არ ააქვს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში