ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ

04 აგვისტო 2017, 00:00 2576 ნახვა

საქართველოს მომავლისთვის – ასეა დასათაურებული თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე იმ სამხედროების ჩამონათვალი, რომლებიც ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილეობისას დაიღუპნენ.

დღეს ჩამონათვალს რიგით 32-ე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაემატა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმის შედეგად კიდევ სამი ქართველი სამხედრო დაშავდა. დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის სამინისტროში დროშები დაუშვეს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი