საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განიხილეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ამერიკელ კონგრესმენები მონაწილეობდნენ. გადაწყდა, რომ ამერიკელი კონგრესმენები ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
მხარეებმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შედეგებიც შეაჯამეს და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა განიხილეს, რომელიც საქართველოს საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ეხება. ისაუბრეს ამერიკის კონგრესის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზეც.