ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა

04 აგვისტო 2017, 00:00 2285 ნახვა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირების დროს  თავდასხმას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის სიცოცხლე შეეწირა. 26 წლის სერჟანტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან   მსახურობდა. თავდასხმის დროს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ  გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ხარშილაძის კი დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. ავღანეთში უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიას ტელეფონით ესაუბრა და სამძიმარი გამოთქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი