მოუვლელი საკულტო ნაგებობები აჭარაში. ნანგრევები, რომლებიც დიდ ისტორიას ინახავს, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას საჭიროებს, მათ შორისაა მუსლიმური და ქრისტიანული სამლოცველოები. როდის და ვინ უნდა აღადგინოს რელიგიური დანიშნულების ძეგლები? რა პასუხი აქვთ აჭარისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოებში, ასევე რელიგიურ ორგანიზაციებში?