შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს. 2017 წლის ივლისი 982 ათას 487 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,5 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-ივლისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 მილიონ 978 ათას 657 ვიზიტი განხორციელდა, რაც 16,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2017 წლის ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან განხორციელდა.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ამ კუთხით ლიდერი ქვეყნებია ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა და საბერძნეთი.