ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს

30 ივლისი 2017, 00:00 7788 ნახვა

წყავროკაში დაჭრილი 45 წლამდე ასაკის მამაკაცის მდგომარეობა ექიმების განცხადებით, მძიმეა. იგი ამ დრომდე ქობულეთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. 45 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით - დანით წყავროკაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე მაღაზიაში დაჭრეს.

ობიექტის მეპატრონის ინფორმაციით, დაჭრილსა და ეჭვმიტანილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილმა მაღაზია დატოვა, თუმცა როგორც თვითმხილველი ამბობს,  მოგვიანებით უკან რამდენიმე პირთან ერთად დაბრუნდა, რასაც დაჭრის ფაქტი მოჰყვა. მაღაზიის მეპატრონე სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს. ისინი იმყოფებოდნენ ასევე ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში