ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

27 ივლისი 2017, 00:00 5269 ნახვა

კვარიათში სანაპიროზე ზღვამ 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით, ცხედარს გარეგნულად დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მამაკაცი სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა უტარდება, ასევე მიმდინარეობს  მისი ვინაობის დადგენა. ეს გონიო-კვარიათის სანაპიროზე ზღვიდან ცხედრის გამორიყვის  სეზონზე  უკვე მესამე შემთხვევაა. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში