მიხეილ სააკაშვილი  მოქალაქეობის  გარეშე   - შეფასებები  

27 ივლისი 2017, 00:00 2008 ნახვა

ეს არის "ქართული ოცნებისა" და პოროშენკოს შეთანხმება - ასე აფასებენ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის  მოქალაქეობის ჩამორთმევას „ნაციონალური მოძრაობიდან“  სხვა პოლიტიკურ პლათფორმაზე გადასული პოლიტიკური სახეები.  პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი ირწმუნება, რომ  საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს პოლიტიკურ დევნას ოპოზიციის მიმართ, რაც მისივე  თქმით,  საქართველოს როგორც ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო მასშტაბით აზიანებს.  

მმართველ გუნდში უარყოფენ ოპოზიციის ბრალდებებს და აცხადებენ, რომ არანაირ შეთანხმებას უკრაინის პრეზიდენტთან ადგილი არ ჰქონია. დეპუტატები მმართველი გუნდიდან აკონკრეტებენ, რომ იმ შემთხვევაში კი თუ ექს - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს მასზე სისხლის სამართლით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება.

ამავე კატეგორიაში