მაღალი გამავლობის მანქანები აჭარის რესურსცენტრებისთვის

26 ივლისი 2017, 00:00 2843 ნახვა

ახალი ავტომანქანები რესურსცენტრებისთვის. ქედის, შუახევის და ხულოს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მაღალი გამავლობის მანქანებში აჭარის განათლების სამინისტრომ 131 ათასი ლარი დახარჯა.

გამარტივებული ტენდერები “ჯი თი მოტორსმა” მოიგო, ამ კომპანიის მფლობელი “ჯი თი გრუპის” დირექტორი ლევან გოგსაძეა, იგი “ქართული ოცნების” შემწირველი და ერთ-ერთი პარლამენტარის მხარდამჭერი იყო 2016 წლის არჩევნებისას - ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reginfo.ge ავრცელებს. მიეცათ თუ არა სხვა კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის საშუალება, ასევე რისთვის სჭირდება უახლესი მოდელის “ჯიპები” რესურსცენტრებს?

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში