ანომალური სიცხეების დროს, როგორ იქცევიან სხვადასხვა ქვეყნებში

26 ივლისი 2017, 00:00 2922 ნახვა

ევროპის ქვეყნებში ანომალური სიცხეების დროს მოსასვენებელი და გასაგრილებელი ცენტრები იხსნება, სადაც მოქალაქეებს უფასო სასმელი წყლით ამარაგებენ. საუდის არაბეთში გვალვების დროს, მეტეოროლოგიური სამსახური ყოველდღიურ გაფრთხილებებს იძლევა. ქვეყნის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 3 თვის განმავლობაში შუადღის საათებში მზეზე მუშაობა აკრძალა.

ჩინეთის საჯარო უსაფრთხოების სამინისტრომ, საზოგადოებას და სამუშაო დაწესებულებებს, ხანძრის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა. საბერძნეთში ანალოგიური სიტუაციების დროს, ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენის თხოვნით მიმართავს. კულტურის მინისტრმა, ქვეყნის მასშტაბით პოპულარული ტურისტული ადგილები დამთვალიერებლებისთვის დახურა.

ნასას 2016 წლის კვლევის თანახმად, ჰაერის ტემპერატურის რეკორდულ ზრდას გლობალური კლიმატური ცვლილებები იწვევს, რაც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას საუკუნის ბოლოს დაუსახლებელ რეგიონებად გადაქცევის საფრთხეს უქმნის. გინესის რეკორდების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 56.7 გრადუსი 1913 წელს კალიფორნიაში დაფიქსირდა.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი