თურქეთში გარდაცვლილი მამაკაცი გვიან ღამით გადმოასვენეს

19 ივლისი 2017, 00:00 4259 ნახვა

თურქეთში გარდაცვლილი მამაკაცი გუშინ გვიან ღამით გადმოასვენეს. ანსამბლის ოპერატორი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა, 60  წლამდე ასაკის  მამაკაცი ავარიის შემდეგ გირესუნის საავადმყოფოში ორი დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 16 ივლისს გირესუნში მოხდა, ანსამბლ “ერისიონის” საბავშვო სტუდია “ლამპრების” წევრები თბილისიდან ბულგარეთში ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში