თურქეთის კლინიკებში 8 დაშავებული რჩება

17 ივლისი 2017, 00:00 3772 ნახვა

ანსამბლ ,,ერისიონის” საბავშვო სტუდია ,,ლამპრების” მოცეკვავეები საქართველოში არიან. ისინი სამშობლოში, გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ,  თუმცა თურქეთის სამედიცინო დაწესებულებაში  8  დაშავებული  მკურნალობის კურსს ისევ  გადის.

ბავშვებს და სხვა თანმხლებ პირებს გუშინ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მშობლები და ახლობლები დახვდნენ. მათთან ერთად დაბრუნდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მომხდარიდან თურქეთში მალევე გაემგზავრა. რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ ისევ უცნობია. ამ დრომდე მხოლოდ ვერსიები ვრცელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში