საბავშვო ანსამბლი თურქეთში ავარიაში მოყვა /ვიდეო/

16 ივლისი 2017, 00:00 31628 ნახვა

ფოტო: გირესუნ ჰაბერლერი - საინფორმაციო სააგენტო

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში, გასტროლზე მიმავალი ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრები დაშავდნენ. ავარია გირესუნის გუბერნიასთან დილით მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე მიემგზავრებიან. საკონსულოს მიერ ჩვენთვის მოწოდებული  ინფორმაციით,  38 დაშავებული ოთხ სამედიცინო კლინიკაშია არიან მოთავსებული. ანსამბლის წევრების ნაწილს დღესვე გადმოიყვანენ საქართველოში.

ინფორმაციას თურქული მედიაც ავრცელებს. სააგენტოების ცნობით, ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები ბულგარეთში მუსიკალურ ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ. დაშავებულთა შორის უმრავლესობა 9-დან 13 წლამდე ასაკისაა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა  და იგი  გზის ბარიერსა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე ტრაპიზონის  პროვინციის სამაშველო და სამედიცინო ბრიგადები მივიდნენ. 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში