საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილის განცხადება

23 დეკემბერი 2024, 15:12 110 ნახვა

"ტელევიზია ამ მომენტში ვერ პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესს“- აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი. ამიტომ  ითხოვენ, რომ პირველმა არხმა გახსნას დღის სატელევიზიო ეთერები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიები გაიმართოს. მაუწყებლის შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ისიც რომ პირველ არხს აქვს საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსი იმისთვის, რომ დღის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილას დისკუსიებისთვის სტუდიები მოაწყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში