ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრესკონფერენცია

23 დეკემბერი 2024, 11:38 93 ნახვა

 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ რომ 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით  რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში  საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის ანდა მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა.
აცხადებენ რომ არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე და სხვა. დაზარალებულების განცხადებით, იციან მათი ტელეფონების ადგილმდებარეობა, მიმართეს სპეციალურ საგანძოებო სამსახურს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში