მეთევზეები დახმარებას ითხოვენ

23 დეკემბერი 2024, 20:30 249 ნახვა

ქობულეთში მცხოვრები მეთევზეები გარემოს დაცვის სამინისტროსა და სანაპირო დაცვას დახმარებას და პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა აჭარის შავი ზღვის აკვატორიაში საქართველოსა და თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი დიდი ზომის თევზსაჭერი გემები თევზს უკანონოდ მოიპოვებენ, ასევე იტაცებენ ზღვაში ჩაყრილ ბადეებს. მათივე ინფორმაციით მსგავსმა ფაქტებმა სისტემატიური სახე მიიღო.
მეთევზეების ინფორმაციით, დახმარებისთვის სანაპირო დაცვას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
პრობლემას იცნობენ როგორც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციურ სამმართველოში, ასევე სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვაშიც. უწყებაში გვითხრეს, რომ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში