''ენერგო-პრო ჯორჯიამ''აჭარაში აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დაასრულა

14 ივლისი 2017, 00:00 4553 ნახვა

"ენერგო-პრო ჯორჯიამ"  აჭარაში აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების  პროცესი  დაასრულა 
აჭარაში „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ორი  პროექტი  დაასრულა.  ზაფხულის სეზონისთვის მზადების ფარგლებში, კომპანიამ რეგიონში არსებულ 7 ქვესადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. აგრეთვე, 22 სატრანსფორმატორო ქვესადგურში შეიცვალა ტრანსფორმატორები, ძველი მიწისქვეშა კაბელები ჩანაცვლდა ახლით. სამუშაოები განხორციელდა როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის ქსელში. 


როგორც კომპანიაში ამბობენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირებული და განახლებული ქსელის მეშვეობით კი  გაუმჯობესდება  აბონენტთა მომსახურების ხარისხი, გარდა ამისა მინიმუმამდე  დავა ავარიული გათიშვების ალბათობა.
აჭარაში  ასევე  დასრულდა  აბონენტთა  ინდივიდუალური გამრიცხველიანების  პროცესიც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში