250 მილიონი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის

13 ივლისი 2017, 00:00 1906 ნახვა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს 250 მლნ ევროს დაფინანსება გამოყო. თანხა ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციას მოხმარდება.

ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მისი განხორციელებით შემცირდება მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, აგრეთვე გაიზრდება სატრანსპორტო უსაფრთხოება, ვაჭრობა, ტურიზმი და საერთაშორისო მიმოსვლა. პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.

ამავე კატეგორიაში