იგეგმება თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელში რეორგანიზაცია?

12 ივლისი 2017, 00:00 3746 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს, გასული წლის საქმიანობის ანგარიშსს საკანონმდებლო ორგანოში უსმენენ. კანონმდებლების შეკითხებს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ნატა იმედაიშვილი პასუხობს.

ოპოზიციონერ დეპუტატ პეტრე ზამბახიძეს აინტერესებს: "რას აკეთებს მაუწყებელი პროფესიონალი კადრების შესანარჩუნებლად და რატომ არ აქვთ დასაქმებულებს შესაბამისი ანაზღაურება? " ნატა იმედაიშვილის თქმით, ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. "საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა ერთი მხრივ უნდა იყოს პრესტიჟი, მეორე მხრივ კი სახელფასო ბადე გადასახედია.  კანცელარიის თანამშრომელსა და ჟურნალისტს ერთნაირი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს."  

მმართველი გუნდის წევრი ილია ვერძაძე დაინტერესდა ხომ არ იგეგმება ტელევიზიაში რესტრუქტურიზაცია და ხომ არ მოუწევთ თანამშრომელთა ნაწილს სამსახურის დატოვება?. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ამბობს რომ ცვლილებები იგეგმება. ნატა იმედაიშვილის თქმით დოკუმენტი, რომელიც სტრუქტურის ცვლილებას შეეხება მზად არის, საკითხზე მალე იმსჯელებენ. ის რეორგანიზაციის მომხრე არ არის. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში