''ნაციონალური  მოძრაობა'' მთავრობას  კორუფციაში ადანაშაულებს

12 ივლისი 2017, 00:00 2884 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის''აჭარის ორგანიზაცია აჭარის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს.  საუბარია კობალაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში არსებული  მიწის ნაკვეთის პრივატიზაციაზე. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რეგიონის მთავრობა ერთ კვადრატულ მეტრს 316 ლარად ასხვისებს. მათ სწორედ ფასი და საპრივატიზაციო განცხადების ბუნდოვანება გააპროტესტეს.

გუშინ ამავე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს სავაჭრო ცენტრ „ჭოროხის“ მეპაიეებმა, რომლებსაც ქონება წინა ხელისუფლების დროს ჩამოერთვათ, ახალი ხელისუფლება კი  აუქციონზე ყიდის. ფინანსთა და ეკონომიკის პოზიციას ჩვენ მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი