საქართველოს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით შეწყალებულთაგან 9 ქალია. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.
ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ 120 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, დანარჩენს კი სასჯელი შეუმცირდებათ. შეწყალების კომისიამ სულ ათას 73 პირის საქმე განიხილა.