მთავრობა პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე იმსჯელებს

06 ივნისი 2016, 00:00 2631 ნახვა

მთავრობა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული ახალი განკარგულების კონტრასიგნაციაზე დღეს იმსჯელებს. მთავრობის სხდომა 15 საათზეა დანიშნული. აღნიშნული საკითხი მინისტრთა კაბინეტის სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხადაა განსაზღვრული. საქართველოს პრეზიდენტმა, საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. კანონმდებლობით, პრეზიდენტის განკარგულებაზე მთავრობის მეთაურმა ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს. კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში უნდა გამოქვეყნდეს, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია იწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი