ქალაქ ბათუმის ბიუჯეტი 111 ათასი ლარით იზრდება. თუ საკრებულომ ცვლილება დაამტკიცა, 91 ათასი ლარი "მისტერ და მისის პლანეტისა" და აჭარის მოდის კვირეულის დაფინანსებისთვის გამოიყოფა. ამასთან "კულტურული მემკვიდრეობის განვითარების ხელშეწყობის" პროგრამას 20 ათასი ლარი ემატება.
მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსულობებისა და ნაშთის ხარჯზე იზრდება. საერთო ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 162 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.
ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალიწინებულ 3 სკითხზე იმსჯელებენ.