სკაუტური ბანაკი

03 ივლისი 2017, 00:00 2978 ნახვა

„ჩვენ ვქმნით მომავალს“ - ამ ლოზუნგით გაიხსნა რიგით 21-ე „სკაუტური ბანაკი”. იგი საქართველოს სამი რეგიონის 90 ბავშვს აერთიანებს, რომლებიც ოჯახებისგან დამოუკიდებლად ერთი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ.

ისინი სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას: გაივლიან სკაუტურ ტრენინგებს, შეისწავლიან პირველადი დახმარების გაწევას, კარვის გაშლას, წყალზე ხატვას და მიიღებენ ინფორმაციას ეკოლოგიის შესახებ. „სკაუტარიუმში“ მონაწილეობას იღებენ როგორც გამოცდილი სკაუტები, ასევე ახალწვეულებიც, რომლებიც კვირეულის ბოლოს ფიცს დადებენ და სკაუტური მოძრაობის წევრები გახდებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი