მაღალი ტემპერატურა აჭარაში და მედიკოსების რჩევები

02 ივლისი 2017, 00:00 7348 ნახვა

ჰაერის ტემპერატურის მატების ფონზე, სხეულის გადახურებისა და მზის დაკვრის საფრთხე იზრდება, ამიტომ მედიკოსები გვირჩევენ მოვერიდოთ მზეს და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ქუჩაში დიდხანს ყოფნისგან. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ პატარებს და ჰიპერტონული დაავადების მქონე პირებს. ექიმების რეკომენდაციით,  ზღვაზე ბანაობა სასურველია დილის 7 დან 11 საათამდე და საღამოს 6 სააათიდან. რადგან დღის დარჩენილ მონაკვეთში ჰაერის ტემპერატურა პიკს აღწევს, რაც მზის დაკვრის რისკებს ზრდის. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მონაცემებით, ამ მიზეზით გამოძახებები უკვე ფიქსირდება. სხეულის გადახურებისგან დასაცავად რეკომედნირებულია სითხის მიღება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი