კვარიათში ზღვაში ავტომობილი გადავარდა

01 ივლისი 2017, 00:00 11003 ნახვა
კვარიათში მსუბუქი ავტომობილი ზღვაში გადავარდა. მანქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა, ისინი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ წუთებში ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში