ხვალიდან 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება

30 ივნისი 2017, 00:00 3226 ნახვა

ხვალიდან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდება. ანუ ხვალიდან, მძღოლებს მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ჯარიმის გარდა მართვის მოწმობაზე ქულები დააკლდებათ. სხვადასხვა დარღვევას 5-დან 40 ქულამდე აქვს მინიჭებული, განმეორების შემთხვევაში კი იზრდება.

მათ ვისაც მომდევნო წლის დადგომამდე, ქულები გაუნულდება, გამოცდის ხელახლა ჩაბარება, ჩაუბარებლობის შემთხვევაში კი მართვის უფლების ერთი წლით ჩამორთმევა ემუქრებათ. ყველაზე დიდი ქულა, 30 და 40, დააკლდებათ იმ მძღოლებს ვინც ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავენ, გადააჭარბებენ სიჩქარეს, მოძრაობის წესების დარღვევის გამო, ავტომობილის, ინფრასტრუქტურის ან ადამიანის სხეულის დაზიანებას გამოიწვევს. კიდევ ერთი დეტალი – ქულები, ვიდეოჯარიმის შემთხვევაში არ ჩამოგაკლდებათ, ის მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ მძღოლს კანონდარღვევისთვის პატრულის თანამშრომელი დააჯარიმებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში