ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს უმასპინძლებს. შეხვედრის ოფიციალურ ნაწილს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი - ჯანი ბუკიკიო დაესწრება. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ.
დელეგატები საკონსტიტუციო სასამართლოების როლზე და კონსტიტუციური პრინციპების დაცვის საკითხებზე ისაუბრებენ. დაგეგმილია ასევე მე-17 კონგრესის თავმჯდომარეების პირისპირ შეხვედრები და კონგრესის მონაწილეთა სადისკუსიო პანელი.