ქართველ მუსლიმებს რამადან – ბაირამს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. “მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, ყოველდღიური გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს საქართველოს აღმშენებლობაში.
ამიტომ თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია”,-ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში.