შუახევში მეწყრული პროცესების შესაჩერებლად ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვარჯენულში, ბრილში, ზედაყანაში, ჯაბნიძეებსა დაბა შუახევში მიმდინარეობს.
გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე შუახევში წელს 50 ლოკაციაზე განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშაოები. პროგრამისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.