მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება კონფერენცია, რომელიც ამ წუთებში ბათუმში მიმდინარეობს. ქართველი და უცხოელი სპეციალისტები თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიებზე, სოციალურ - ეკონომიური განვითარების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
ღონისძიება წელს მესამედ, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. კონფერენცია ინტერაქტიულია და მომხსენებლები კითხვა- პასუხის რეჟიმში მუშაობენ.