პატრიაქი დეკანოზის ოჯახს 21 ივნისს შეხვდება

19 ივნისი 2017, 00:00 1980 ნახვა

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს ზეგ, 13 საათზე შეხვდება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა ადვოკატების გარეშე გაიმართება.

მანამდე კი დღეს დილით დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თბილისში ჩავიდა და განაცხადა, რომ პატრიარქთან შეხვედრა თუ არ შედგებოდა, უახლოეს დღეებში ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ილია მეორესთან შეხვედრის მოთხოვნით საპატრიარქოსთან შეიკრიბებოდა.

ამავე კატეგორიაში