ცვლილებები საარჩევნო კომისიებში

13 ივნისი 2017, 00:00 2378 ნახვა

 გაუმართლებელი ფორმა – ასე უწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილებას ეხება. პროექტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე.  

ანუ, თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით საარჩევნო კომისიაში დანიშნული შვიდი წევრიდან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთი წარმოადგენს, ახალი წესის მიღების და იმავე პროცენტული მაჩვენებლით გამარჯვების შემთხვევაში, მას ოთხი წევრი ეყოლება. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ რეგულაცია, ადმინისტრაციებში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას ემსახურება. როგორ ხსნიან პროექტის მიზანს, ავტორები და დაუჭერენ თუ არა მას მხარს პარლამენტარები?

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი