''მთავარში'' ნახავთ 9 საათზე

09 ივნისი 2017, 00:00 1913 ნახვა

თემები, რომლებზეც მთავარის გუნდი მუშაობს და ვრცლად 9 საათზე.

 “ბათუმი იწყება აქ!” – ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. რა ხდებოდა და რა ხდება “ალი და ნინოსთან”, პირდაპირი ჩართვა ღონისძიებების ეპიცენტრიდან.  

მზადაა თუ არა ქობულეთი ტურისტული სეზონისთვის? საკითხს ხმაური მოჰყვა საკრებულოს სხდომაზე. რა პასუხი აქვთ გამგეობაში? რეპორტაჟი ქობულეთიდან. 

200 ათასი ლარი მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის – მერიას სატენდერო პირობაში საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიის გამოყენებაც უწერია, რასაც ცხოველთა უფლებების დამცველები ეწინაარმდეგებიან. დეტალებით ჯენი კვანტალიანი ისაუბრებს მთავარში 9-ზე. 

გამოშვების ბოლოს გიამბობთ ვარდების გამოფენის შესახებ. დამთვალიერებელს ვარდის 11 სახეობის 100 კულტურული ფორმის ნახვის საშუალება მიეცა. რეპორტაჟი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან, ნახეთ ნახევარ საათში. 
 ეს და სხვა ამბები, ნახეთ მთავარში 9 საათზე.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი