მდინარე აჭარისწყლის ხევში ავტომობილი გადავარდა - დაშავებულია სამი პირი

09 ივნისი 2017, 00:00 15672 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში - სოფელ პირველ მაისთან გზის სავალი ნაწილიდან  მდინარე “აჭარისწყლის” ხევში  ავტომობილი  გადავარდა.  შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ორი დაშავებული სასწრაფოს ბრიგადამ ქედის საავადმყოფოში გადაიყვანა,  ერთი  მოქალაქე კი რომელსაც  ქალა ტვინის ტრავმა აღენიშნება,  ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ქედის სახანძრო-სამაშველო სამსახური.

ფაქტზე აღძრულია საქმე 276 მუხლის პირველი ნაწილით-რაც ტრანსპორტით მოძრაობის და  ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში