ფოტო: შოთა გუჯაბიძე
ბათუმსა და ქობულეთში კულტურულ მემკვიდრეობის 7 ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს. მისი ხელმძღვანელის, ლაშა ასლანიშვილის განმარტებით, 6 ძეგლის რესტავრაცია ბათუმში იგეგმება, ხოლო ერთი ძეგლის "ეფენდიევის ვილის" რესტავრაცია ქობულეთში.
"სარესტავრაციოდ ყველაზე ძველი შენობები შეირჩა, ამ შენობების გამოვლენა, 2015 წელს, "გეოგრაფიკის" მიერ, ძეგლების ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი" - განაცხადა ასლანიშვილმა.
სააგენტოს ინფორმაციით, სარესტავრაციო პროექტებზე მუშაობა შემოდგომამდე დასრულდება და ბიუჯეტიდან 229 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტების დამტკიცების შემდეგ დაიწყება ძეგლებზე სარესტავრაციო სამუშაოები.
ბათუმში რესტავრაცია ჩაუტარდება - დემეტრე თავდადებულის N35 ნომერში მდებარე შენობას. ასევე, მაზნიაშვილის - N6-ში, მ. აბაშიძის - N15-ში, ზუბალაშვილის -N38-ში, კომახიძის - N4-ში, ჟორდანიას - N14-სა და ვ. გორგასლის - N24 მდებარე ნაგებობებს.
განახლებული: მთავარი 15 საათზე