დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე შენარჩუნებულია. ლონდონის ცენტრში მომხდარი ტერაქტების შემდეგ სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაუშვეს. მსოფლიო ლიდერებმა მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა ცინიზმად და სისასტიკედ შეაფასეს.
ინციდენტთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა გაერთიანებული სამეფოს დახმარების პირობა დადო. ბრიტანელებს თანადგომა გამოუცხადა საფრანგეთის პირველმა პირმაც და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.