დღეს გახდება ცნობილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და კომუნიკე. გუშინ გამართულ შეხვედრაზე ექსპერტებმა სამი ძირითადი რეკომენდაცია შეიმუშავეს, რომელიც საკონსტიტუციო და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
დისკუსია ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობდა.