ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ღონისძიება ბათუმის ბულვარში. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, სხვადასხვა სკოლის, მათ შორის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯარო აქციაში ჩაერთვნენ და გასართობ და შემეცნებით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
სკოლის მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები და პრიზები გადაეცათ. ღონისძიება „საქართველო ჩვენი სამშობლოა-ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ პროექტის ფარგლებში ფონდ ღია საზოგადოება საქართელოს ფინანსური მხარდაჭერით შედგა.
ღონისძიების მედიაპარტნიორები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ასევე ჟურნალი ,,ბათუმელები” არიან.