საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის პროკურატურამ სამი მუხლით წაუყენა ბრალი - კონტრაბანდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 30 მაისს გაუჩინარდა. მ
ოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს.