დისკუსია საგარეო პოლიტიკაზე

30 მაისი 2017, 00:00 2127 ნახვა

ეროპასთან უვიზო მიმოსვლით საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. სტატისტიკასა და ზოგადად, ვიზალიბერალიზაციაზე ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ისაუბრა.

უვიზო რეჟიმის მნიშვნელობა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები იყო საჯარო დისკუსიის მთავარი თემა. შეხვედრას მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსია პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის - ფატი ხალვაშის ბიუროსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი