ნატოს საპარლამენტო ასამბლეა

27 მაისი 2017, 00:00 2040 ნახვა

საქართველო განიხილება ერთ-ერთ სანდო პარტნიორ ასპირანტ ქვეყანად, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობები, გახდეს ნატო-ს წევრი - აცხადებს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა.  მინისტრი საქართველოს ახლო და ხანგრძლივვადიანი თავდაცვის პრიორიტეტებზე საუბრობს.

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ს მთავარი მოთხოვნაა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%. ლევან იზორიას თქმით, კი საქართველო ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. მან სიტყვით გამოსვლის დროს  ყურადღება ასევე გაამახვილა, სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების ჩართულობაზე.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ერთდროულად სამი კომიტეტის - თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტების სხდომა  იმართება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მიზანია, რომ ამ ფორმატის საშუალებით  საერთაშორისო საზოგადოებას გააცნობენ იმ  წარმატებებს, რასაც ქვეყანამ მიაღწია. 
 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი