შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა

25 მაისი 2017, 00:00 1994 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალურ სახლში 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. გადაწყვეტილება შერეულ სამთვარობო კომისიაზე მიიღეს. ჯამში 88 ეკომიგრანტის განაცხადი განიხილეს, 17-მა ოჯახმა დახმარებაზე უარი მიიღო.

განიხილეს ქობულეთში 23-28 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენის საკითხიც. გადაწყდა, რომ მთვარობის სარეზერვო ფონდიდან  88 977 ლარი გამოიყოფა და თანხა 210 სახურავის შეკეთებას მოხმარდება.  

დღესვე, კომისიის გადაწყვეტილებით ქედაში, ხულოსა და ქობულეთში ხანძრით დაზარალებული 5 ოჯახისთვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი