რამდენად აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტებს ქალაქში მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსები? საქალაქო სატრანპორტო განყოფილების თანამშრომლები მიკროავტობუსების მონიტორინგს ახორციელებენ. მათი ინფორმაციით, ხშირად ტრანსპორტის სალონი დაზიანებულია, სავარძლების რაოდენობა მეტი, მათ შორის მანძილი კი დაშვებულზე ნაკლებია. დარღვებისთვის მძღოლებს და კერძო კომპანიებს გაფრთხილება ეძლევათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მგზავრების გადაყვანა აეკრძალებათ.