1960 წლის 22 მაისს, ჩილეში, ქალაქ ვალდივიაში, დღის მეორე ნახევარში მოხდა დღემდე ყველაზე მძლავრი მიწისძვრა მსოფლიოში, რომლის სიმძლავრე 9.4 - 9.6 ბალს შეადგენდა. ეს მიწისძვრა უდიდესია ისტორიაში, რაც ხელსაწყოებს აქვს დაფიქსირებული. ის დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.
მიწისძვრამ იმსხვერპლა 1655 ადამიანი, დაშავდა 3000, ხოლო საცხოვრებლის გარეშე დარჩა 2 მილიონი.
დღევანდელი კურსით, მიწისძვრის ზარალი 3-დან 6 მილიარდამდე არის.
მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი ვალდივია დაზარალდა. მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი - ჩილეს სანაპიროზე დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლის ტალღები წარმოიშვა.ცუნამის შედეგად ასევე დაზარალდა ჰავაი, იაპონია, ფილიპინები, აღმოსავლეთი ახალი ზელანდია, სამხრეთ-ავსტრალია და ალეუტის კუნძულები.