საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ხელფასის მოთხოვნით აქციას მართავენ.

18 მაისი 2017, 00:00 6899 ნახვა

საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, ხელფასის მოთხოვნით, აქციას მართავენ. ისინი კლინიკა "ბაუს" წინ შეიკრიბნენ და ამბობენ, რომ კუთვნილი ანაზღაურება თვეებია არ მიუღიათ.

აქციაზე საავადმყოფოდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც იმყოფებიან.მათი მტკიცებით, ხელფასები არც მათ აუღიათ და აპირებენ, სასამართლოს მიმართონ. აქციის წევრებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადეს, რომ გუშინ, ანაზღაურების მოთხოვნის შემდეგ, საავადმყოფოს მეპატრონე, კარდიოლოგი ისმეთ დინდარი მათ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.

მენეჯმენტი  თანამშრომლების  ბრალდებას არ  ეთანხმება.   ბათუმის საერთაშორისო  ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი განმარტავს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში