საკონსტიტუციო სასამართლომ კამპანია ”ეს შენ გეხებას“ მიერ მომზადებული სარჩელი დაარეგისტრირა. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი 277-მა მოქალაქემ გაასაჩივრა. ”ეს შენ გეხებას“ წევრების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დანიშნავს სასამართლო აღნიშნული სარჩელების არსებით განხილვას. სარჩელები სამი ქალაქის - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მასშტაბით შეგროვდა.