კოკოტაურში სასაფლაოებზე მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ანძა აღარ დაიდგმება

15 მაისი 2017, 00:00 4390 ნახვა

კოკოტაურში მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ანძა სოფლის სასაფლაოზე აღარ განთავსდება - ამის შესახებ თამაზ ბაკურიძემ განაცხადა. ბაკურიძის ინფორმაციით, კომპანიამ სოფლის მცხოვრებლებთან შეთანხმებას მიაღწია და  გადაწყდა, რომ მაღალი გამავლობის ბოძები სხვა ალტერნატიულ ადგილას დამონტაჟდება.

ადგილობრივები კომპანია “საქართველოს ენერგოსისტემის” მიერ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების  სოფლის სასაფლაოზე გაყვანას  პერმანენტულად აპროტესტებდა. ამ ეტაპზე კომპანიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი