NDI კვლევების მიხედვით საქართველოში მოქალაქეების 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

15 მაისი 2017, 00:00 3205 ნახვა

NDI კვლევების მიხედვით საქართველოს მოქალაქეების 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს,  37 პროცენტი კი ფიქრობს, რომ დასაქმებულია - კითხვით საქართველოს მოქალაქეებს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მიმართა. 

მოქალაქეები, რომლებიც თავს დაუსაქმებლად თვლიან, აქედან 37%  ეძებს სამსახურს, 9 % კი არ მუშობს, უნდა სამსახური,თუმცა ამ ეტაპზე არ ეძებს მას. 

24%  ვინც თავს დაუსაქმებლად გრძნობს, მაგრამ სამსახურის პოვნა არ უნდა პენსიონერია. პენსიონერების მხოლოდ  2 პროცენტია ვისაც სჭირდება დასაქმება და აქტიურად ეძებს. 

13% არ ეძებს სამსახურს, რადგან დიასახლისია. ​ ​გამოკითხული მოსახლეობის შვიდი პროცენტი არ არის დაინტერესებული ზოგადად დასაქმებით.

ვინც არ თვლის თავს დასაქმებულად, მათ შორის 5% სტუდენტი, ხოლო 2% პროცენტი შშმ პირი.

ამავე კატეგორიაში